Главная > პოლიტიკა > ,,პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისთვის მანდატები არ გაეუქმებინა, რაც სწორი ნაბიჯი იყო",- კარლ ჰარცელი

,,პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისთვის მანდატები არ გაეუქმებინა, რაც სწორი ნაბიჯი იყო",- კარლ ჰარცელი


3-02-2021, 13:00. Разместил: mariko

“გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ გაეუქმებინა, რაც, მე ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე ითქვას, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს”, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრებისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხს გამოეხმაურა.

„ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზიციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მარცხი,“- აღნიშნა ელჩმა.


Вернуться назад