Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > ნახევარ მლნ დოლარზე მეტი ბანკებში და 700 ათასი დოლარის შემოსავალი - რა ქონებას ფლობს ვლადიმერ პუტინი

ნახევარ მლნ დოლარზე მეტი ბანკებში და 700 ათასი დოლარის შემოსავალი - რა ქონებას ფლობს ვლადიმერ პუტინი


15-03-2024, 18:22. Разместил: mariko

პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე 6 წლის განმავლობაში 67,5 მლნ რუბლზე (734,635 დოლარზე) მეტი გამოიმუშავა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საშემოსავლო და ქონების დეკლარაციაში წერია.

პუტინის შემოსავლის წყარო ხელფასი, სადეპოზიტო და ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავალი, ასევე, პენსია, სამხედრო პენსია და ქონების გაყიდვაა.

დოკუმენტში წერია, რომ პუტინს ათი საბანკო ანგარიში აქვს, რომლებზეც არსებული თანხის მთლიანი ოდენობა, დაახლოებით, 54,4 მლნ რუბლია (592,175 დოლარია). მან, დეკლარაციაში, ასევე მიუთითა, რომ სანქტ-პეტერბურგის ბანკის 230 აქციას ფლობს, რომელთა ნომინალური ღირებულებაც თითო აქციაზე 11,81 რუბლს (0.12 დოლარს) შეადგენს.

გამოქვეყნებული ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში პუტინის საკუთრებაში, ასევე, 77 კვ.მ ფართობის ბინა და 18 კვ.მ ავტოფარეხი შედის. ამასთან, ის სამ ავტომობილს ფლობს. ეს არის 1960 და 1965 წელს წარმოებული ორი იშვიათი “გაზ M21” და 2009 წლის ავტომობილი “ნივა.” პუტინის ავტოპარკში 1987 წელს წარმოებული “სკიფის” მარკის ავტომისაბმელიც შედის.

„ქონებრივი ხასიათის ვალდებულებების“ გრაფაში მას მითითებული აქვს მოსკოვის მთავრობის ბრძანებით უვადო სარგებლობით გადაცემული 153,7 კვ.მ ბინა და როგორც ავტოპარკინგის კოოპერატივის წევრს, ასევე, უვადო სარგებლობაში არსებული 18 კვ.მ პარკინგის ადგილი სანქტ-პეტერბურგში.

ცნობისთვის: საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში,15,16 და 17 მარტს გაიმართება.


Вернуться назад