Главная > პოლიტიკა > ,,თეა წულუკიანს მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს",- გია ხუხაშვილი

,,თეა წულუკიანს მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს",- გია ხუხაშვილი


2-02-2021, 21:00. Разместил: mariko

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს მორალზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს. ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რითაც წულუკიანის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომრის გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანმა თავისნაირი მანკიერი, ამორალური მართლმსაჯულება ააშენა და ახლა კულტურას და განათლებასაც ფსკერზე დაიყვანს.

“დღის განმავლობაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეჭვი შემეპარა საერთოდ ღირს, თუ არა, ამ პარლამენტის მუშაობა. ყველაფერი დაიწყო კობახიძის, ერთი მხრივ, კონსტრუქციულობანას თამაშით და მეორე მხრივ, ნიშნის მოგებით. ანუ ფაქტობრივად, ლაიტმოტივი ცინიკური გასდევდა“, - განაცხადა მან.

ხუხაშვილმა ასევე თეა წულუკიანის განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თეა წულუკიანმა თავისნაირი „მანკიერი, ამორალური მართლმსაჯულება ააშენა.

დღეს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა


Вернуться назад