Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება


26-07-2023, 11:45. Разместил: mariko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება.

„ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დრონების არმია გაიზრდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ყველა ტიპის დრონი : საკმაოდ მარტივი „მავიკებიდან“ დაწყებული საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ


Вернуться назад