Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > ადვოკატებმა ტრამპი იმპიჩმენტის გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე მიატოვეს -CNN

ადვოკატებმა ტრამპი იმპიჩმენტის გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე მიატოვეს -CNN


1-02-2021, 00:52. Разместил: mariko

აშშ-ის სენატში იმპიჩმენტის განხილვის დაწყებამდე 1 კვირით ადრე დონალდ ტრამპის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპთან მუშაობაზე მთავარმა უფლებადამცველმა ბაჩ ბაუერსმა უარი განაცხადა.

საქმეზე ასევე უარი თქვეს უფლებადამცველმა დებორა ბარიემ და ადვოკატმა ჯოშ ჰოვარდმა.

გამოცემის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატებისგან დაჟინებით მოითხოვდა დავის საგნად საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება წარედგინათ.

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის განხილვას 8 თებერვალს დაიწყებენ. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. იმ შემთხვევაში, თუკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანენ, სენატორებს საშუალება მიეცემათ გამართონ მეორე კენჭისყრა და ტრამპს მომავალში მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა აღუკვეთონ.


Вернуться назад