Главная > პოლიტიკა > ბოლნისში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

ბოლნისში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს


14-01-2021, 19:13. Разместил: mariko
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.   სადღესასწაულო მილოცვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც სეურთდა და სიმბოლურად სახელმწიფო დროშები  გამოიფინა როგორც ადმინისტრაციულ შენობებზე,  ისე ქალაქის ისტორიულ, გერმანულ უბანში.

საქართველოს სახელმწიფო დროშის არმართვის ცერემონია გამართა საქარტველოს პრეზიდენტმაც ორბელიანის სასახლეში. სახელმწიფო დროშის დღე მოქალაქეებს მიულოცა პარლამენტის ტავმჯომარემაც. 


საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც  საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ორგანული კანონი  „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ .საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა და ის უძველესია სახელმწიფო სიმბოლოებს შორის..

Вернуться назад