Главная > პოლიტიკა > მეათე მოწვევის პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს

მეათე მოწვევის პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს


31-01-2021, 13:18. Разместил: mariko

პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებას მოისმენს.

რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს წარადგენს. ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე არ მოდის და მისი მოხსნების თარიღთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები იმართება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ამ დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა.


Вернуться назад