Главная > პოლიტიკა > იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა


10-05-2022, 10:44. Разместил: cira mgvdeladze

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერი მიშუსტინიც არის


იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები რუსეთის 8 მოქალაქესა და დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს ეხება.


უწყების ცნობით, სანქცირებულთა სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ოჯახის წევრები.


როგორც CNN-ი იუწყება, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის, კვლევით ინსტიტუტებზე ექსპორტის აკრძალვა დააწესა.


Вернуться назад