Главная > პოლიტიკა / მსოფლიო > „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა უკრაინაში“,- ვლადიმერ პუტინი

„ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა უკრაინაში“,- ვლადიმერ პუტინი


9-05-2022, 14:08. Разместил: mariko

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შეძენას ცდილობდა რა, მან 24 თებერვალს ამ ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ომიც შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა უკრაინაში“.

ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ, მოსკოვში წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთმა პრაქტიკულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოს უკრაინაში ყველაზე თანამედროვე იარაღები მოაქვს. ჩვენ ვამაყობენ იმ თაობით, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთან გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოთ მათ ხსოვნა, ვინც გაანადგურა ნაციზმი. ჯარისკაცები, რომლებიც დღეს დონბასში იბრძვიან, უნდა იცოდნენ, რომ ისინი იცავენ ჩვენს მომავალს“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


Вернуться назад