Главная > პოლიტიკა > „ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ“ — სააკაშვილი ზურაბიშვილზე

„ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ“ — სააკაშვილი ზურაბიშვილზე


17-03-2022, 14:51. Разместил: mariko

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 17 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა:
„აქ მე მასამართლებენ იმისთვის, თუ რატომ გადმოვკვეთე საზღვარი, მას [ზურაბიშვილს] ედავებიან, თუ რატომ გადაკვეთა საზღვარი, თუ კიდევ 1-2 ასეთი წასცდა, მე რამდენადაც ვიცი, ირანული ჭაღები იყიდა სასახლისთვის, ერთი მუხლი ეგ აქვს მირტყმული, 11 წლამდე და მეორე მუხლი აქვს, რომ პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. და ველოდები მეთორმეტე დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლით, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი“, — თქვა სააკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა 14 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ მან ევროპაში რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტები გაუუქმა, რის გამოც მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

ამ განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან. მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების ნებართვის გარეშე ევროპაში ვიზტით წასვლით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუიციო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო.

პარტიის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ხმამაღლა საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო არ შეუერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საქართელოს ხელისუფლება არასაკმარისი მხარდაჭერისა და საჯარო განცხადებების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააკრიტა.

Вернуться назад