Главная > პოლიტიკა / ეკონომიკა / მსოფლიო > ბოლო 24 საათში ათმა ყველაზე მდიდარმა რუსმა ოლიგარქმა $ 7,8 მილიარდი დაკარგა

ბოლო 24 საათში ათმა ყველაზე მდიდარმა რუსმა ოლიგარქმა $ 7,8 მილიარდი დაკარგა


23-02-2022, 14:46. Разместил: mariko

უტინის მიერ ლუგანსკის და დონბასის აღიარების პარალელურად რუს ბიზნესმენებს მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები აქვთ.

 

Forbes-ის მილიარდერების სიის მიხედვით, ბოლო 24 საათში ათმა ყველაზე მდიდარმა რუსმა ბიზნესმენმა $ 7,8 მილიარდი დაკარგა.

 

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმერ ლისინის ქონება ბოლო 24 საათში 3 % - ით შემცირდა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო მილიარდერის ქონება $ 961 მლნ-ით შემცირდა. გამოცემა 65 წლის ბიზნესმენის ქონებას $ 30,02 მილიარდად აფასებს.

 

$ 889 მლნ დაკარგა ალექსეი მორდაშოვმა.  PJSC Severstal– ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქონება ბოლო 24 საათის განმავლობაში 2,94 % - ით შემცირდა. კრემლის ერთგული ბიზნესმენის ქონება 29,3 მილიარდს შეადგენს.

 

მნიშვნელოვნად, 668 მლნ შემცირდა Interros Holding-ისა და MMC Norilsk Nickel-ის პრეზიდენტის ვლადიმირ პოტანინის ქონება. 2,23 პროცენტიანი ვარდნით ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქის ქონება 28.2


13 მლნ-ით შემცირდა Eurochem-ისა და SUEK-ის დირექტორთა საბჭოს წევრის ანდრეი მელნიჩენკოს ქონება 2,23 პროცენტიანი შემცირებით ბიზნესმენის ქონების ღირებულება $27.5 მილიარდს შეადგენს.

 

PJSC Novatek– ის საბჭოს თავმჯდომარის ლეონიდ მიხელსონის ქონება 7,26 პროცენტით $ 27.4  მილიარდამდე შემცირდა. რუსმა ბიზნესმენმა ბოლო 24 საათში 2,1 მილიარდი დაკარგა.

 

2,1 მილიარდით შემცირდა კომპანია NK „Lukoil“-ის პრეზიდენტის ვაგიტ ალეკპეროვის ქოენბა. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარების გამო მილიარდერი ოლიგარქის ქონება 7,26 %-ით შემცირდა და 24.4 მილიარდს შეადგენს.

 

პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქის გენადი ტიმჩენკოს ქონება 7,12 %-ით $ 23.8 მილიარდამდე შემცირდა. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ბრიტანეთმა ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს არ უმოქმედია Telegram-ის დამფუძნებლის ქონებაზე.  ბიზნესმენის ქონების ღირებულება $ 17.2  მილიარდს შეადგენს.

 

0,16 %-ით შემცირდა კომპანია USM-ის დამფუძნებლის ალიშერ უსმანოვის ქონება. ბიზნესმენმა $ 27 მლნ დაკარგა, რის შემდეგაც მისი ქონება $ 16.8  მილიარდს შეადგენს.

 

ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორის, დუმის ყოფილი დეპუტატისა და კლუბ „ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ქონება 0,16 %-ით 14,6 მილიარდამდე შემცირდა. ცნობილმა რუსმა ბიზნესმენმა 24 საათის განმავლობაში 21 მლნ დაკარგა.


Вернуться назад