Главная > პოლიტიკა > სალომე ზურაბიშვილი: ,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“

სალომე ზურაბიშვილი: ,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“


22-02-2022, 10:12. Разместил: mariko

,,მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.

„საქართველო უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერის ნიშნად“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.


Вернуться назад