საქართველოში 2022 წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა, ლტოლვილის სტატუსი კი 41-მა უცხოელმა მიიღო

ნანახია: 278
სრული ინფორმაცია

გასულ წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა, საიდანაც ყველაზე მეტი, 367 პირი უკრაინის მოქალაქეა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჰუმანიტარულ სტატუს მინიჭებულ პირთაგან 39 არის ავღანეთის მოქალაქე; 14 - დაუდგენელი მოქალაქეობის; 13 - იემენის; 11 - ერაყის; 4 - სირიის, 4 - სომალის; 4 - რუსეთის; 1 - ეგვიპტის.

აღნიშნულ პერიოდშივე ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 41-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 5 - ირანის, 2 - რუსეთის, 4 - ეგვიპტის, 1 - თურქეთის, პაკისტანის - 1, სირიის - 1, ხოლო 8 პირი დაუდგენელი მოქალაქეობის.


სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 822 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 310 პირი ირანის მოქალაქეა; რუსეთის - 40; თურქეთის - 77; ერაყის - 45; ეგვიპტის - 55; იორდანიის - 70; ნიგერიის - 36; ავღანეთის - 14; ბანგლადეშის -13.

გასულ წელსვე თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1473 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 516 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 203 არის თურქეთის; ირანის - 194, რუსეთის - 115; იორდანია - 44; ავღანეთის - 31 მოქალაქე; ნიგერია - 27; იემენი - 21; იორდანიის - 21; სამხრეთ აფრიკა - 16; ბანგლადეშის - 14.

12 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 165 მოქალაქე გააძევეს. მოქალაქეობის მიხედვით კი მათი გადანაწილება ასეთია: ირანი 29; თურქეთი 25; აზერბაიჯანი 21; რუსეთი 8; უკრაინა 1.

ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 73 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის - 10; თურქეთის - 23; ინდოეთის - 5, რუსეთის - 3.

2022 წლის მიგრაციის მონაცემები 2021 წლის სტატისტიკასთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, 2021 წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 75 მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი კი 21 პირს 1 - ეგვიპტის; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის 743 მოქალაქე. 2021 წელსვე სტატუსის მინჭებაზე უარი ეთქვა 426 პირს.

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.

ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."