ევროკავშირი - მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან

ნანახია: 250
სრული ინფორმაცია

თითქმის ერთი წელია, რუსეთი აწარმოებს მიზანმიმართულ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ვენაში გამართული ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის შეხვედრის დროს ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ის ფაქტი, რომ რუსული აგრესია უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჩვენ და ამ მაგიდის ირგვლივ კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ და დავგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და ეუთო-ს პრინციპებისა და ვალდებულებების აღმაშფოთებელ დარღვევას.

რუსეთის დელეგაციამ აქაც და სხვა საერთაშორისო ფორუმებშიც უნდა შეწყვიტოს ამაზრზენი პრეტენზია, თითქოს თავად არის „მსხვერპლი“. აგრესორი რუსეთია და მისი ძალები განლაგებულია სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არა პირიქით. გასული ტრაგიკული 350 დღე თვალსაჩინო მტკიცებულებაა, რომ კრემლმა უკრაინაში შეჭრა არასწორად გათვალა. მათ, ვინც რუსეთში ერთი წლის წინ კიევში აღლუმის ჩასატარებლად ემზადებოდა გეგმების სწრაფად შეცვლა მოუწიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი, რომელმაც უკვე შეწყვიტა რუსულ ენერგო რესურსების იმპორტზე დამოკიდებულება, სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.

„უკრაინაში რუსეთის სისასტიკე უნდა დასრულდეს; რაც მალე, მით უკეთესი ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ამ დრომდე რუსეთს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიზნით მოლაპარაკებების ჭეშმარიტი სურვილის არ გამოუვლენია, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას და მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ უკრაინასთან 10-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე.

ევროკავშირი, რომელმაც უკვე შეწყვიტა რუსულ ენერგო რესურსების იმპორტზე დამოკიდებულება, სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. კრემლს ომი ძვირად უჯდება და ეს ფასი მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის.

მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს აგრესიული ომი და დაუყოვნებლივ, მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა და თავი შეიკავოს რუსეთის უკანონო აგრესიულ ომში ნებისმიერი შემდგომი ჩარევისგან ან ხელშეწყობისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."