Главная > გარემოს დაცვა > ბზის მოჭრა დანასაულია და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე

ბზის მოჭრა დანასაულია და ისჯება 500-დან 1000 ლარამდე


19-04-2021, 21:41. Разместил: mariko
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

 მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე, ბზა განადგურებისგან!

 ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.

 საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

 ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

 თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს გარემოსდაცვით კანონდარღვევას, დაუკავშრდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელი ხაზის ნომერზე: 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა; კონფიდენციალურობა დაცული).

Вернуться назад