Главная > გარემოს დაცვა > ერთად აღვნიშნოთ დედამიწის დღე

ერთად აღვნიშნოთ დედამიწის დღე


8-04-2021, 15:59. Разместил: mariko
 დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მსოფლიოს 192 ქვეყნიდან.

CENN,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა და საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში გიწვევთ დედამიწის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.

 2021 წლის 13-20 აპრილს, შემოუერთდით ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომლის ფარგლებში ჩვენი ექსპერტები ერთიანდებიან, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ონლაინ სოციალური საღამოების სერია ფოკუსირებულია ბუნებრივი რესურსების მართვაზე, მწვანე მეწარმეობაზე, განვითარებულ მწვანე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რათა ამ გზებით თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენაში.

 სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:  https://forms.gle/eMCVC8C8YRLkxyub8
 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 აპრილი, 18:00 საათი
 დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://tsalkalag.ge/earthday/
 
სოციალური საღამოების სერია ემსახურება კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის, ნარჩენებისა და საკვების ნარჩენების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების (2030) მიზნებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პოპულარიზაციას.

 დროა, ერთად ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!

წყარო: CENN

Вернуться назад