Главная > გარემოს დაცვა > ,,გაამწვანე საქართველო"-ს აქციას გოგი მეშველიანი შეუერთდა

,,გაამწვანე საქართველო"-ს აქციას გოგი მეშველიანი შეუერთდა


3-04-2021, 16:30. Разместил: mariko

ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანმა საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 სახეობის 700-მდე  დეკორატიული მცენარის დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

 

"მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის" განაცხადა  გოგი მეშველიანმა

 

გამწავანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შალვა კერესელიძესთან ერთად.


Вернуться назад