Главная > გარემოს დაცვა > “დედამიწის საათი” გვიახლოვდება!

“დედამიწის საათი” გვიახლოვდება!


27-03-2021, 01:55. Разместил: mariko
27 მარტს, Covid-19-ის შეზღუდვების გამო, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი 2021 წლის “დედამიწის საათს” დისტანციურ რეჟიმში აღნიშნავს.
 გლობალური მოძრაობა, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, მილიონობით ადამიანს მოუყრის თავს ვირტუალურ სივრცეში და კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

 საქართველოში “დედამიწის საათი” 2021-ისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებ-გვერდი.

 Earthhour.ge ასევე წარმოადგენს ბუნების გულშემატკივართა პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ჩვენი თანამოქალაქეები გვესაუბრებიან და გვიზიარებენ მათ მოსაზრებებს ბუნების მნიშვნელობაზე და ასევე, მოგვითხრობენ თუ როგორ ზრუნავენ გარემოზე მათი ყოველდღიური საქმიანობით.

 პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ინტერვიუები და ვიდეო-ჩანაწერები.

ეწვიეთ: https://earthhour.ge/

წყარო: CENN

Вернуться назад