Главная > გარემოს დაცვა > CENN-მა კლიმატის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა

CENN-მა კლიმატის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა


22-02-2021, 23:40. Разместил: mariko
ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს, პროექტის გუნდმა, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის გუბერნიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ონლაინ რეჟიმში, პროექტის მიზნები და დაგეგმილი საქმიანობები გააცნო.

 შეხვედრების მთავარ მიზანი, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შესახებ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმირება, საკონტაქტო პირების გამოყოფა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

 შეხვედრის ფარგლებში პროექტის გუნდმა მონაწილეებს წარუდგინა პროექტის საქმიანობები, შედეგად გამოკვეთა პროექტისა და ხელისუფლების საქმიანობის პოტენციური სინერგიები და თანამშრომლობის შესაძლებლობები. CENN-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მიმდინარე ინიციატივებისა და საქმიანობების შესახებ. შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ადგილობრივ ხელისუფლებასა და პროექტს შორის ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

 შეხვედრების ბოლოს, ოთხივე რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ პროექტში და გაწევრიანდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ თემატურ პლატფორმებში.

 CENN, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებთან და ხელს შეუწყობს სექტორებს შორის წარმატებული სამუშაო პრაქტიკის განვითარებას კლიმატის ცვლილების სფეროში.
CENN-მა კლიმატის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გამართა

Вернуться назад