Главная > განათლება / გარემოს დაცვა > CENN დედამიწის დღისადმი მიღვნილ ორი ტრეინინგს გამართავს WaSH--ის მიმართულებით

CENN დედამიწის დღისადმი მიღვნილ ორი ტრეინინგს გამართავს WaSH--ის მიმართულებით


22-04-2021, 12:37. Разместил: mariko
🌏 დედამიწის დღესთან დაკავშირებით, CENN, New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, გთავაზობთ ონლაინ ტრენინგებს შემდეგ თემებზე:
💧 „წყლის რესურსების მდგრადი მართვა“
ტრენინგის ჩატარების დრო: 22 აპრილი, 16:00 – 18:30 საათი
ადგილი: ZOOM|

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

🔹 საქართველოს წყლის რესურსების ზოგადი მიმოხილვა;
🔹 მეურნეობის განვითარება და წყლის რესურსები;
🔹 წყლის რესურსების მართვის მდგრადი და სისტემური მიდგომა;
🔹 სააუზო მართვის თავისებურებანი, ტერიტორიული გადანაწილება.

💧 „წყლის რესურსების კლიმატგონივრული მართვა"
ტრენინგის ჩატარების დრო: 26 აპრილი, 16:00 – 18:30 საათი
ადგილი: ZOOM

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

🔹 კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის რესურსების მოხმარება;
🔹 საპროგნოზო ტენდენციები;
🔹 მოწყვლადი სექტორები (ენერგეტიკა, ირიგაცია, წყალმომარაგება);
🔹 წყალმოხმარების ინტენსიფიკაცია;
🔹 რაციონალური წყალმოხმარება და წყალდაცვითი ღონისძიებები.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VJ6nwSdgjH1GKrTo7
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 აპრილი, 18:00 საათი

ტრენინგი ტარდება CENN-ის მიერ, პროექტ GEO-WASH „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით” ფარგლებში.

წყარო: CENN

Вернуться назад