Главная > განათლება > ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად ინტერაქტიული დაფა გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად ინტერაქტიული დაფა გადასცა


25-10-2023, 21:47. Разместил: mariko

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად ინტერაქტიული დაფა გადასცა

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „წლის ყველაზე დემოკრატიული სკოლა“ 5 გამარჯვებულს შორის ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაც მოხვდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მიღწეული წარმატების გამო, სკოლას მერიამ ინტერაქტიული დაფა შეუძინა.

კონკურსში გამარჯვება სკოლის მოსწავლეებსა და დირექციას დავით შერაზადიშვილმა პირადად მიულოცა და სკოლას წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ წლის ,,დემოკრატიული სკოლები“ კომპეტენტურმა ჟიურმა 2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის მიხედვით დაასახელა.


Вернуться назад