ტექნოლოგიები და ადამიანი

ნანახია: 705
სრული ინფორმაცია

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არნახული უდიდესი რევოლუცია ხდება. მართალია, ამ ფრაზის ავტორი მე არ ვარ, მაგრამ სრულიად ვეთანხმები მას. სწორედ ამ წინადადებამ მიბიძგა დამეწერა ეს ტექსტი

ანა თაყნიაშვილი

   მოგეხსენებათ , ყველამ ვიცით ადრინდელი ცხოვრების შესახებ, და  ჩვენი ბებია და ბაბუებისგან  ხშირად გავიგებდით ესეთ რამეს

 ,, ეჰ ჩვენ დროს სად იყო ტელეფონები " , ყოველთვის ვუფიქრდებოდი ამ გამონათქვამს და სხვადასხვა აზრი გამომქონდა , იმ ბნელ დროს როდესაც არ იყო არანაირი ტექნოლოგიური საშუალებები, პირიქით  დენის პრობლემა და კიდევ კაცმა არ იცის რამდენი რამის პრობლემა იდგა ,თუმცა ,,ძველებმა“ მაინც მოახერხეს და შექმნეს  ბევრი რამ -ძცელ ეგვიპტელებმა პირამიდები დღემდე რომ იკვლევენ და ვერავინ მიხვდა როგორ დააწყვეს დონიანი ქვები მიჯრით ისე რომ ნაპრალიც არ შეინიშნება, როგორ ქმნიდნენ შედევრებს და როგორ გაფრინდნენ მთვარეზე.

თითქოს ჩვენი თაობა გაუაზრებლად ვუყურებთ , მათ ცხოვრებას და საქმიანობას ,თუმცა  წარმოვიდგინოთ აბა როგორ გარემოში უწევდათ ყოფა-ცხოვრება .

ვფიქრობ, ახალნდელი თანამედროვე ვერცერთი ახალგაზრდა ვერ გაძლებდა , იმათ დროს ... მაგრამ მათ არა მხოლოდ გაძლეს, არამედ   შეძლეს შეეცვალათ სამყარო და კაცობრიობის სვლა , ისინი მივიდნენ  განვითარების იმ  ეტაპებამდე, სადაც დაიბადა იდეა  მოეწყოთ ტექნოლოგიური რევოლუცია , ეს კი წიგნიერების გზამ გამოიწვია. 

არადა ქვის ხანაში, სადაც მთავარი მონაპოვარი შესაძლოა საკვები ყოფილიყო და ცეცხლი ადამიანის მუდმივად საკუთარი თავის ძიებისა და ახლის შექმნისკენ სწრაფვამ განაპირობა ის რომ, დროთა განმავლობაში ბევრი ღრმად ეძიებდა, ინტერესდებოდა მეცნიერებით , ზოგი არქიტექტურით, ხუროთმოძღვრებით, ციფრული მაუწყებლობით. რამაც საბოლოო ჯამში ადამიანი მიიყვანა იმ გამიზნულ აზრამდე რომ შეექმნა  პირველი  ტელევიზორი .. რა თქმა უნდა ტელევიზორს წინ უსწრებდა რადიო, მანამდე ფოტო გამოსახულება და თითქოს კიბის იერარქიული სვლით მივედით აქამდე.

სწორედ ,აქედან იწყება განვითარების ის დიდი ტალღა, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და რასაც ჩვენი თაობა ,,შეეჯახა’’. დიახ, შეეჯახა, რადგან ბევრ კარგს  ბევრი უკუჩვენებაც მოჰყვა.

დღეს ადამიანების უმრავლესობა ხელოვნური ინტელექტის გამარტივებულ დროში ვცხოვრობთ, სადაც ყველანაირი ინფორმაცია, რაც კი დაგვაინტერესებს  ხელმისაწვდომია.  გამარტივებულ სამყაროს თავისი უარყოფითი მხარე აქვს, ჩნდება საშუალებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, რაც აქტუალურ პრობლრმად იქცა  ჩვენს თაობაში,

ციფრულმა ტექნოლოგიებმა, ბევრ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობამ მიჯაჭვულობა გამოიწვია. მშობლებს, მასწავლებლებს , ნათესავებს, აწუხებთ ის ფაქტი  რომ ბავშვები სმარტფონებსა და ტელეფონებზე გაჯეტებსა და პლანშეტებზე დამოკიდებულნი გახდნენ , ისინი ამბობენ რომ დამოკიდებულებები ცუდად ვლინდება მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეჩვევიან ტყუილად ყოფნას და სიზარმაცე უყალიბდებათ . ზოგი  ონლაინ თამაშობს და რეალობას წყდებიან. მათი გონება გადაეჩვევა ფიქრს, ვეღარ ხედავს  უფრო სასარგებლო საქმით დაკავების აუცილებლობას ან საჭიროებას,  იკეტებიან საკუთარ თავში,  უყალიბდებათ ნერვოზი და მათი გაგება ყველაზე მეტად ახლობელ ადამიანებსაც კი  უჭირთ .

მილიონობით ადამიანი ამ პრობლემის წინაშე დგას და არ იციან როგორ გადალახონ  ,,ცუდი ჩვევების“ ბარიერი , ბევრს უნდა რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება, მაგრამ როდესაც რაიმეზე დამოკიდებული ხარ რთულია .

 სიმართლე რომ გითხრათ გადაჩვევის ეს თვისება  გამომუშავებადია, მთავარია მიხვდეთ, რომ ის რაღაც რაზეც დამოკიდებული ხარ ზიანს გაყენებთ. მიხვდეთ, რომ ამ გზას აქვს სწორი შესახვევები მთავრია გვქონდეს სურვილი, რომ  ნელ- ნელა სწორი გზისკენ გავუხვიოთ ,თავად  უნდა განვსაზღვროთ გარკვრული დრო, რა დროს გამოიყენოთ , ტელეფონი და რა დროს დაკავდეთ სხვა საქმით .

  ვფიქრობ,  რომ კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი ხელოვნური ინტელექტი ბევრად უფრო საჭიროდ შეგვიძლია გამოვიყენოთ , შევქმნათ შესაძლებლობების ახალი ფანჯარა და ყოველთვის ვიფიქროთ საკუთარ ტვინზე, რომელსაც მუდმივად რაღაც ინფორმაციით ვაბინძურებთ. ნებისმიერ ტექნიკას შესაძლოა გადაეწვას მეხსიერება, რაც ადვილად აღდგენადია თუმცა ადამიანის გონება აღდგენას არ ექვემდებარება.

 იმედია  რომ ჩვენი თაობა   შეძლებს გაუმკლავდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოწვევებს, თორემ ფაქტია  ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა 21 - ე საუკუნის დიდ დაავადებად  მოგვევლინოს .


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."