Главная > ეკონომიკა > გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო


27-06-2021, 13:49. Разместил: mariko
 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში, ბეშთაშენი-სამადლო-ახალშენის დამაკავშირებელი გზის დაგების სამუშაოებს წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და მის პირველ მოადგილე, ანზორ ხინიკაძესთან ერთად გაეცნო.

გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. სულ, დაიგება 4.2 კმ . ბეტონის გზა, რომლის ღირებულება 2 468 782 ლარს შეადგენს.

„წალკის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ დაიწყო სოფელ აიაზმა ნადრევანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები.“-განაცხადა გოგი მეშველიანმა

Вернуться назад