Главная > ეკონომიკა > რესტორნები თვითნებურად იხსნება

რესტორნები თვითნებურად იხსნება


2-02-2021, 21:30. Разместил: mariko

,,გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები“ - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი წერს.

,,რადიოვივი“ ლევან ქიქიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

,,სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“- წერს ქოქიაშვილი.


Вернуться назад