Главная > ეკონომიკა > რა პროდუქტზე გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად ივლისში - ტოპ-10 გაძვირებული საკვები

რა პროდუქტზე გაიზარდა ფასი ყველაზე მეტად ივლისში - ტოპ-10 გაძვირებული საკვები


3-08-2023, 12:13. Разместил: mariko

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.1%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • კომბოსტო - 65.8%-ით
  • მსხალი - 44.1%-ით
  • წიწაკა - 38.7%-ით
  • კიტრი - 29.9%-ით
  • ტომატ-პასტა - 27.7%-ით
  • სიმინდის ფქვილი - 23.8%-ით
  • მწვანილი - 22.7%-ით
  • ლიმონი 21.3%-ით
  • კივი - 21.3%-ით
  • ძროხის ხორცი - 16.9%-ით

Вернуться назад