Главная > ეკონომიკა > საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია


16-05-2022, 12:47. Разместил: cira mgvdeladze

საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.


ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს.


სილაგავას თქმით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა.


მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი – მცურავი ბაჟი მოქმედებს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ ხორბლის მარაგები შემცირებულია, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულ გეგმაზე, როგორ აპირებს საკითხის გადაჭრას.


ამასთან, სამინისტრო იმედოვნებს, რომ ხორბალი გაიაფდება და მთავრობა ივლისი-აგვისტოს პერიოდში შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს.


მათივე განმარტებით, „ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.”


Вернуться назад