გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ფაქტს ეხმიანება

ნანახია: 416
სრული ინფორმაცია

პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ვითარების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან.

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში. კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ამასთან ერთად, ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."