Forbes-ის სიაში მეორე ქართველი მილიარდერი -მიხეილ ლომთაძე შევიდა

ნანახია: 13
სრული ინფორმაცია

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში საქართველოდან მხოლოდ ორი ადამიანი შედის. ერთი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია $4.8 მილიარდით, მეორე კი მიხეილ ლომთაძეა, რომელმაც მთელი ქონება საკუთარი შრომით გამოიმუშავა.

45 წლის ქართველი ანტრეპრენიორი და CEO Forbes-ის მილიარდერების სიაში 804-ე პოზიციას იკავებს $3.8 მილიარდით (2021 წლის 21 აპრილის მონაცემებით). ლომთაძე ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორია, ამასთან ფლობს წილსაც.

Kaspi ყაზახეთში გადახდებისა და ფინტექ-ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა, ყოველთვიურად თითქმის 7 მილიონი მომხმარებლით. კომპანიის აქციები 2020 წლის ოქტომბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE)  ივაჭრება. კომპანია ბირჟაზე დალისტვის დროისთვის $6.5 მილიარდად შეფასდა.

მიხეილ ლომთაძეს მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აქვს მიღებული, საქართველოს მოქალაქეა და ალმატიში, ყაზახეთში ცხოვრობს. PwC-მა ლომთაძე ყაზახეთის წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად წელს მესამედ დაასახელა.

წყარო: Forbes.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."