TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოში 2020 წელს უცხოური ინვესტიცია ჩადო

ნანახია: 526
სრული ინფორმაცია

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ.


აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

 საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.


BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები. 

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
შპს მაგთიკომი
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
სს RMG Copper
შპს RMG Gold
სს დარიალი ენერჯი
სს მეტრო ავრასია ჯორჯია
შპს ენკა რინიუებლზ
სს საქართველოს კაპიტალი
სს ბიჯეო ჯგუფი

(საქსტატის მონაცემები თანმიმდევრობის მიხედვით არ არის წარმოდგენილი).

ეკონომიკის სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები - მინუს $221 მილიონი, 2019 წელს კი სექტორში $120 მლნ ჩაიდო (კლება $341 მლნ)
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%

ინვესტიციების ზრდა იყო საფინანსო სექტორში, სადაც მატებამ 47% შეადგინა. ასევე სამთო მოპოვებით სექტორში, სადაც $101 მილიონი დოლარი ჩაიდო:

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%

საქსტატის თანახმად, ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციები $49 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლიურ ჭრილში კლება 84%-ია.

TOP-10 კომპანია, რომელმაც საქართველოში 2020 წელს უცხოური ინვესტიცია ჩადო


წუარო: BMG


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."