რა ქონებას ფლობს პიანისტი ელისო ბოლქვაძე

ნანახია: 545
სრული ინფორმაცია

პიანისტი ელისო ბოლქვაძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" პარტიული სიით გახდა. მან ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 5 თებერვალს შეავსო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ელისო ბლოქვაძის სახელზეა 2020 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 120კვ.მ ბინა თბილისში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ასევე მემკვიდრეობას წარმოადგენს 1811კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში, რომელიც 2017 წელს გადაეცა.

2012 წელს კი, თავად შეიძინა 65კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ელისო ბოლქვაძე ფლობდა: "ლიბერთი ბანკის " სახელფასოზე - 18 477 ლარს, CREDIT AGRICOLE-ს მიმდინარეზე - 123,99 ევროს, ხოლო "ქართუ ბანკის" მიმდინარეზე - 8,64 ევროს.

აღსანიშნავია, რომ ელისო ბოლქვაძე არის ააიპ "ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი - ლირას" დირექტორი, სადაც 2020 წელს შემოსავლის სახით 27 562 ლარი მიიღო.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."