"საბანკო ასოციაცია" მოქალაქეებს რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე აფრთხილებს

ნანახია: 235
სრული ინფორმაცია

"საქართველოს საბანკო ასოციაცია" რუსეთიდან გადმორიცხული ფულის ანაზღაურების სანაცვლოდ განაღდების უკანონობაზე მოქალაქეებს აფრთხილებს. ასოციაცია საქართველოში ლიცენზირებული ბანკების სახელით აცხადებს, რომ ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შესაძლოა, კონკრეტული პირის ანგარიშის დახურვის და სანქცირების საფუძველი გახდეს.

"ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკების მომსახურებით სარგებლობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცნობი პირები პირად საბანკო ანგარიშზე ურიცხავენ თანხას და სხვადასხვა გზით ჩარიცხული თანხის განაღდებას სთხოვენ. აღნიშნული ტიპის თანხები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხება.

ამ ტიპის საქმიანობა რისკის ქვეშ აყენებს ფიზიკური პირის პერსონალური და საბანკო მონაცემების კონფიდენციალობას, რაც ზრდის შესაბამისი ფიზიკური პირის კომერციულ ბანკებში დაცული აქტივების მიმართ თაღლითობის შესაძლებლობას და რისკს.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოუწოდებს მომხმარებლებს, გაითვალისწინონ მსგავსი მართლსაწინააღმდეგო სქემების არსებობა და თავი შეიკავონ უკანონო გარიგებებში მონაწილეობისაგან", - წერია განცხადებაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."