Главная > კრიმინალი > 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა


13-02-2021, 13:26. Разместил: mariko

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.


Вернуться назад