Главная > კრიმინალი / მსოფლიო > ლე პენს სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს გადახდაც დააკისრა
ლე პენს სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 ევროს გადახდაც დააკისრა31-03-2025, 17:00. Разместил: mariko |
საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება. ლე პენს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ამასთან, ფრანგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა. აკრძალვის ძალაში ყოფნის განმავლობაში ლე პენს საფრანგეთის ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ლე პენი მონაწილეობას ვერ მიიღებს საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენმა ევროკავშირის ფონდები უკანონოდ მიითვისა და არამიზნობრივად გამოიყენა. დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ. Вернуться назад |