ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალს დღეს წარუდგენენ

ნანახია: 499
სრული ინფორმაცია

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. სავარაუდოდ დღესვე, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ეს ბრალი თავიდან ბოლომდე აბსურდულია. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„არანაირი დანაშაული მას არ ჩაუდენია, იყო ჩვეულებრივი სიტყვიერი შეკამათება და დაზარალებულმა არაერთხელ დაადასტურა ეს ფაქტი. თავადაც ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერა სურდა. სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც, თუმცა ვადა ხვალამდე აქვთ. სასამართლოზე ჩვენი პოზიცია ცალსახად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იქნება. გარდა დაზარალებულისა, სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არც არის და ვერ იქნება, შესაბამისად, მოვითხოვთ აღკვეთის გარეშე დატოვებას. ქალიშვილთანაც და მეუღლესთანაც ჰქონდა სიტყვიერი დაპირისპირება, ამას არ გაცდენია ეს და ქალიშვილმაც ინტერვიუში აღნიშნული პოზიცია დაადასტურა. შესაბამისად, თუ ჩვენს მხარეს არ დაუჯერებენ, დაზარალებულის და შვილის პოზიცია ხომ არის გასათვალისწინებელი, რომ იქ არაფერი არ მომხდარა. დაკავება არის აბსოლუტურად უკანონო და სასამართლო პროცესზე მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წყარო: Ipn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."