გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ნანახია: 351
სრული ინფორმაცია

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანელი ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.

მაგდებურგში, სადაც პარასკევს საღამოს ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, დღეს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჩავა.

ცნობისთვის, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად, 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ პოლიციამ ავტომობილის მძღოლი, 50 წლის ტალებ ა. დააკავა, ექიმი, მეზობელი ქალაქ ბერნბურგიდან. იგი საუდის არაბეთში დაიბადა და გერმანიაში პირველად 2006 წელს ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი ისლამისტი არ არის და სოციალურ ქსელში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერას გამოხატავდა.

ამასთან, Reuters-ს საუდელმა წყარომ განუცხადა, რომ საუდის არაბეთმა გერმანიის ხელისუფლება თავდამსხმელის ექსტრემისტული შეხედულებების შესახებ გააფრთხილა, რომელსაც იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."