შალვა პაპუაშვილი - იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს

ნანახია: 51
სრული ინფორმაცია

სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, საუბარს და დიალოგს გულისხმობს - ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის აზრით, “მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ მიდგომებთან“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “მიუხედავად თავდასხმებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია“.

“ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - ასე რომ, მათი გადასაწყვეტია!

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები, ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში.

ასე რომ, ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."