ევროპის ქვეყნები, სადაც მინიმალური თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია - რა მაჩვენებელი აქვს საქართველოს

ნანახია: 140
სრული ინფორმაცია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი, სადაც თვიური მინიმალური ხელფასი 2 571 ევროს შეადგენს.

მონაცემების თანახმად, მეორე ადგილს იკავებს ირლანდია, სადაც 2 146 ევროს გადააჭარბა მინიმალურმა ხელფასმა. მესამე ადგილი კი 2 070 ევროთი ნიდერლანდებმა დაიკავა.

მეოთხე და მეხუთე ადგილები გერმანიამ და ბელგიამ გაინაწილეს. გერმანიაში მინიმალური ხელფასი თვეში 2 054, ხოლო ბელგიაში 1 994 ევროთია განსაზღვრული.

ევროპის სხვა ქვეყნების თვიური მინიმალური ხელფასი ასე გამოყურება:

  • საფრანგეთი - 1 767 ევრო;
  • ესპანეთი - 1 323 ევრო;
  • სლოვენია - 1 254 ევრო;
  • კვიპროსი - 1000 ევრო;
  • პოლონეთი - 978 ევრო;
  • პორტუგალია - 957 ევრო;
  • მალტა - 925 ევრო;
  • ლიეტუვა - 924 ევრო;
  • საბერძნეთი - 910 ევრო;
  • ხორვატია - 840 ევრო;
  • ესტონეთი - 820 ევრო;
  • ჩეხეთი - 765 ევრო;
  • სლოვაკეთი - 750 ევრო;
  • ლატვია - 700 ევრო;
  • უნგრეთი - 697 ევრო;
  • რუმინეთი - 663 ევრო;
  • თურქეთი - 613 ევრო;
  • სერბეთი - 544 ევრო;
  • ბულგარეთი - 477 ევრო;
  • ალბანეთი - 385 ევრო.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და კანონის - „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ მიხედვით, დღემდე მხოლოდ 20 ლარს შეადგენს.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით 672 ევროს ეკვივალენტია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."