სრული ინფორმაცია
“ქართველი ქალების პირველი დამოუკიდებელი ასვლა უშბის მწვერვალზე
არჩილ ბადრიაშვილის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები მარიამ გელაშვილი და მაია სიჭინავა ჭაუხის მოსამზადებელი სპორტული შეკრების შემდეგ ესტუმრნენ სვანეთს, სადაც წყვილში დამოუკიდებლად გაიარეს მწვერვალ თეთნულდის სამიანი და ოთხიანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ სამხრეთ შხარაზე და ჩრდილოეთ უშბაზე.”
ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია აქვეყნებს.