ევროკავშირის პროგრამის სტიპენდიატი გარდაბანში სამოქალაქო ჟურნალისტიკის სწავლებას იწყებს

ნანახია: 271
სრული ინფორმაცია

„ქვემო ქართლის მედიის“ ხელმძღვანელი და ჟურნალისტი მანონ ბოკუჩავა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის (Civil Society Fellowships Programme) სტიპენდიატი გახდა.

ეს გამარჯვება მას შესაძლებლობას აძლევს ასწავლოს სამოქალაქო ჟურნალისტიკა გარდაბნის მუნიციპალიტეტში. ხელი შეუწყოს თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

„ თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის გავრცელების უამრავი გზა არსებობს, სამოქალაქო ჟურნალისტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაიღონ და გააშუქონ ის პრობლემები რაც ლოკალურად, სოფლის თუ დაბის დონეზე აქვთ. იქნება ეს ნარჩენების მართვის საკითხი, სასმელი წყლის პრობლემა თუ სხვა. მათ აქვთ შესაძლებლობა ეს ინფორმაცია სოციალური მედიით გაავრცელონ, მიიპყრონ ყურადღება და ამით ხელი შეუწყონ პრობლემის მოგვარებას.

ჩემი იდეაც სწორად ამას ემსახურება, ვასწავლო ინფორმაციის გასაგებად და საინტერესოდ გადმოცემა. ასევე, ფოტო-ვიდეო გადაღების ტექნიკები და მსგავსი დეტალები, რომელიც მათ შრომას უფრო ეფექტურს გახდის. პროექტი მოიცავს სამოქალაქო ჟურნალისტიკის შესახებ ანიმაციური ვიდეოების მომზადებას, საინფორმაციო შეხვედრებს და მენტორობას“, - მანონ ბოკუჩავა.

ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  თავად სტიპენდიატი, პროექტის ფარგლებში, ყველა აქტივობას მოხალისეობრივად ასრულებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."