სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

ნანახია: 27
სრული ინფორმაცია

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე ვრცელდება.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."