საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, სადაც ბინადრობის ნებართვის მისაღებად ქონების შეძენაზე რუსები ყველაზე ხშირად ფიქრობენ - Tranio

ნანახია: 212
სრული ინფორმაცია

საქართველოში რუსების მიერ ბინადრობის ნებართვის ასაღებად სასოფლო-სამეურნეო მიწის გარდა, ქვეყანაში ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენა არის შესაძლებელი. ამის შესახებ რუსული კომპანია Tranio-ს აღმასრულებელი დირექტორი და პარტნიორი, მიხაილ ბულანოვი აცხადებს, რასაც სააგენტო RBC ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოში შესაძენი უძრავი ქონების მინიმალური თანხა 100 ათას დოლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო ბინადრობის ნებართვის მიღების ვადა ერთი თვეა. ამასთან, ბინადრობის ნებართვა ერთი წლით გაიცემა, ხოლო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მუდმივი ცხოვრებისა და უძრავი ქონების ფლობის შემდეგ, რუსებს შეუძლიათ, უვადო ბინადრობის ნებართვა მიიღონ.

Tranio-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამემამულეებისთვის, ასევე განმარტავს, რომ უძრავ ქონებაში 300 000 დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციის შემთხვევაში, საქართველოში ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვა დაუყოვნებლივ გაიცემა, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, უვადო რეზიდენტის სტატუსი გაიფორმონ.

Tranio-ს სტატისტიკის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, რომლებშიც ბინადრობის ნებართვის ან პასპორტის მისაღებად ქონების შეძენაზე რუსები ყველაზე ხშირად ფიქრობენ.

2023 წელს უძრავი ქონების შეძენის გზით ბინადრობის ნებართვის მისაღებად რუსებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • თურქეთი - შესაძენი უძრავი ქონების მინიმალური თანხა 50-75 ათას დოლარზე ზევით (დასახლებული პუნქტების მიხედვით)
  • კვიპროსი - 300 ათას ევროდან
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 205 ათასი დოლარიდან
  • სერბეთი - მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის, თუმცა უძრავი ქონების საშუალო ფასი 50-80 ათასი დოლარია (დასახლებული პუნქტების მიხედვით)
  • ესპანეთი - 500 ათასი ევროდან
  • პორტუგალია - 280-500 ათასი ევროდან (დასახლებული პუნქტების მიხედვით)
  • მალტა - 220-275 ათასი ევროდან (რეგიონის მიხედვით)
  • ჩერნოგორია - მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის
  • საქართველო - 100 ათასი დოლარიდან
  • ტაილანდი - 270 ათასი დოლარიდან

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."