ოკუპირებული ხერსონის დე ფაქტო ადმინისტრაციამ რეგიონებთან ე.წ. საზღვრები ჩაკეტა

ნანახია: 274
სრული ინფორმაცია

რუსების მიერ ოკუპირებულმა ხერსონის ოლქმა უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონებთან ე.წ. საზღვრები ჩაკეტა და ამტკიცებს, რომ ეს "უსაფრთხოების მიზნით" კეთდება. ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ სტრემუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.


11 მაისს სტრემუსოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციაში შესვლის თხოვნით მიმართონ.


აქამდე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმებოდა. ხერსონში ხშირად იმართებოდა ანტისაოკუპაციო აქციები, რომლებიც არაერთხელ დაარბიეს.


25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის აღების გამარტივებას. ეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა ომის დანაშაულებრივი მიზნების.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."