სრული ინფორმაცია
თბილისი, 2022 წლის 3 მაისი - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადასცა ბ-ნ ზვიად მჭედლიშვილს Newscaucasus.com-დან. მან მოიპოვა პრიზი დოკუმენტური ფილმისთვის „არასოდეს უკითხავთ/არ გვეკითხებიან“, „Never been asked/Never are“ რომელიც ასახავს 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტების შემდეგ დაბადებული ექვსი ახალგაზრდის ცხოვრებას, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.
პრიზი ბ-ნ მჭედლიშვილს შესაძლებლობას მისცემს გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათაო ოფისში, ლონდონში.
გამარჯვებულის გარდა, შემდეგმა ჟურნალისტებმა მიიღეს საპატიო ჯილდოები მათი შესანიშნავი ნამუშევრებისთვის:
• ქ-ნი ოქტიაბრინა წიქორიძე Radio WW-დან მისი ბლოგისთვის „დინაზე უნდა დაგელაპარაკოთ“ “I want to talk about Dina”
• ბ-ნი სულიკო წიწიკაშვილი მედია პლატფორმიდან Qartli.ge მისი სტატიისთვის „ახალგორელები ძველი და ახალი გზების ძიებაში“ “People from Akhalgori Exploring Old and New Ways”
• ქ-ნი. მარიამ ჯაჭვაძე Chai Khana Media/Current Time TV-დან მისი დოკუმენტური ფილმისთვის „ცხოვრება ომის შემდეგ“ “Life after War”
წყარო: EUMM.EU
პირდაპირი ეთერი
ბლოგები

პოპულარული სიახლეები
კალენდარი
« July 2022 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat | Sun |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |