Главная > სამართალი / არჩევნები 2024 / სიახლეები > შსს; 4 ოქტომბრის აქციის გამო. მობილიზებულია საპოლიციო ქვედანაყოფები

შსს; 4 ოქტომბრის აქციის გამო. მობილიზებულია საპოლიციო ქვედანაყოფები


4-10-2025, 10:52. Разместил: mariko
„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“— წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

Вернуться назад