Главная > სამართალი / სიახლეები / პოლიტიკა > 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია10-02-2025, 17:00. Разместил: mariko |
პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ცნობილია. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა. როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, კომისიაში იქნებიან „ხალხის ძალის“ წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ - ილია ინჯია. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ათი წევრით არის განსაზღვრული. Вернуться назад |