Главная > ჯანმრთელობა > ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა - როგორია შედეგები?

ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა - როგორია შედეგები?


15-03-2024, 18:18. Разместил: mariko

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით ანტიბიოტიკების შემცველობაზე თაფლის 36 ნიმუში შემოწმდა.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თაფლი 9 გავრცელებული ანტიბიოტიკის შემცველობაზე (ქლორამფენიკოლი (იგივე ლევომიცეტინი) და ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატები) შემოწმდა. მათგან 20 - არაეტიკეტირებული, ხოლო 16 - ეტიკეტირებული იყო. 18 ნიმუში ქლორამფენიკოლის შემცველობაზე შემოწმდა, ხოლო 18 ნიმუში - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის პრეპარატებზე.

კვლევები სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარდა და ანტიბიოტიკების შემცველობა არც ერთ ნიმუშში არ აღმოჩნდა.

ცენტრისვე ინფორმაციით, შემოწმებები არ ჩატარებულა თაფლის ყველა შესაძლო დამაბინძურებაზე.

შემოწმებები ტარდება ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.


Вернуться назад