პაატა იმნაძე - ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის - ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ

ნანახია: 251
სრული ინფორმაცია

ვირუსებს შორის გრიპი წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სეზონი აპრილამდე გრძელდება.

„ზამთარი გრიპის გარეშე არავის გვინახავს. კორონავირუსის დროს, კორონავირუსმა „დაჩაგრა” გრიპი, ძალიან ცოტა გრიპის ვირუსი გვქონდა. ახლა, ზამთრის სეზონია, ჩვეულებრივი ვირუსებია, მათ შორის კი გრიპია წამყვანია, 60% გრიპის ვირუსზე მოდის. ეპიდემიურ ზღვართან ახლოს არ ვართ, მაგრამ ყველა ფრთხილად ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ გრიპის ვაქცინა დღესაც ხელმისაწვდომია, აპრილამდე გრძელდება გრიპის სეზონი, ამიტომ ვისაც აცრა არ გაქვთ გაკეთებული, აიცერით“, - აღნიშნა იმნაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."