Главная > Fb სტატუსი / პოლიტიკა / მსოფლიო > ადამ კიზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია

ადამ კიზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია


22-03-2021, 20:30. Разместил: mariko

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებებს თავისუფლების მოყვარულ ხალხზე თავდასხმას უწოდებს.

მისი თქმით, პუტინი „ტირანია, რომელიც დაუსჯელად მოქმედებს“.

„რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია. ის არის ტირანი, რომელიც თავს ესხმის თავისუფლების მოყვარულ ხალხს და მათ არჩევნებს. იგი დაეხმარა ასადს სირიაში 50 ათასზე მეტი ბავშვის მოკვლაში და აწამა აქტივისტები ბელარუსში. ის მთელ მსოფლიოში ქაოსს თესავს და დაუსჯელად მოქმედებს. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ამერიკას“, - წერს კინზინგერი „ტვიტერის“ პოსტში.

ადამ კიზინგერი: რუსეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, პუტინი მკვლელია



Вернуться назад