Главная > Fb სტატუსი / საზოგადოება > „არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი და არც ეს იქნებოდა", - ნინო ზამბახიძე

„არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი და არც ეს იქნებოდა", - ნინო ზამბახიძე


18-02-2021, 14:41. Разместил: mariko

„არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი და არც ეს იქნებოდა - დასანანი, თუმცა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს“ - ასე ეხმაურება გიორგი გახარიას გადადგომას „აჭარა ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი ნინო ზამბახიძე, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გიორგი გახარია 2012 წელს გავიცანი, როდესაც ბიზნესომბუდსმენი გახდა, რამდენიმე ჩემ მეგობარს, რომლებსაც ბიზნესში პრობლემები ჰქონდათ, დაეხმარა, თუმცა ოპოზიციური პარტის მომხრები იყვნენ, სულ ამბობდა არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ მრწამს, თუ სიმართლე ადამიანის მხარეს არის, ის არ უნდა დაიჩაგროსო. მაშინ მივხვდი რამდენად სწორი ღირებულების მატარებელი იყო. წლებია მასთან ვმეგობრობ და ვთვლი, რომ იშვიათად ყოლია ამ ქვეყანას მისნაირი ღირსეული ადამიანი. დასანანი, თუმცა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო დღეს! არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი იყო მისი და არც ეს იქნებოდა მისი,“ - წერს ზამბახიძე.


„არც ბასიანი იყო მისი, არც 20 ივნისი და არც ეს იქნებოდა", - ნინო ზამბახიძე


Вернуться назад