Главная > კოვიდ 19 > წალკაში COVID -19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საინფორმაციო შეხვედრას წალკისა და ახმეტის 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

წალკაში COVID -19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საინფორმაციო შეხვედრას წალკისა და ახმეტის 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო


29-10-2021, 11:15. Разместил: mariko

28 ოქტომბერს წალკაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეუერთდება საინფორმაციო შეხვედრებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაცია, CENN-თან, ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, წალკის მუნიციპალიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრას კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შესახებ.



შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.



აღნიშნულ შეხვედრას სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მიაწვდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.




შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, ტრენინგის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იყო სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა 60-90 წუთით შემოიფარგლებოდა. შეხვედრების ფორმატი მოიცავდა ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს.



საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფდა მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის 100-მდე მოქალაქემ, მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან. მოსახლეობის მობილიზებას წალკის 8 სოფლიდან უზრუნველყო წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტიდან Global Water Challenge და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტმა - „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით“, (GEO-WASH), რომელსაც ახორციელებს CENN.



საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანის ფარგლებში, რომელიც გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლებში.



პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.



Вернуться назад